აქციაზე მუშაობის დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ლექსო ქეშელაშვილი დააკავეს და სცემეს

საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს.

ალესანდრე ქეშელაშვილი უკვე გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.

მედიაში გავრცელებული კადრების თანახმად, „პუბლიკის” ჟურნალისტი პოლიციამ ძალადობით დააკავა.

როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში.

პოლიციამ ალექსანდრე ქეშელაშვილს წაართვა კამერები.