აქციაზე ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დააკავეს

2 თებერვლის აქციაზე ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დააკავეს. ინფორმაციას გადაცემა რა? სად? როდის? Facebook გვერდზე ავრცელებს – “თავისუფლება ირაკლი ვეშაგურიძეს!”.
ვეშაგურიძის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს ისტორიკოსი ბექა ც:
ქვეყნის 10%-ს რომ ჰქონდეს ირაკლი ვეშაგურიძის დონის განათლება, სინდისი, სამოქალაქო შეგნება და პატიოსნება, დღეს ჩვენ ძალიან კარგი, ქართულ საფუძვლებზე აგებული ევროპული სახელმწიფო გვექნებოდა.
დღეს ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე დაიჭირეს.
მე იმის მრცხვენია აქამდე რომ არავის დავუჭერივარ, მაგრამ თქვენ სად გაიზარდეთ არაფერზე ხმა რომ არ ამოგიღიათ, “კოლეგებო”?” წერს კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხვალ ან ზეგ მომიწევს, ცივი გონებით, სად უფრო ეფექტურები ვიქნებით: ყველანი საპატიმროში თუ ვიბრძვით ხალხთან ერთად – დარწმუნებული ვარ, წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნება