აქციაზე დაკავებულმა აშშ-ის მოქალაქეებმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

დღეს გამთენიისას ორი დღის წინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციისას დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს. დროებითი მოთავსების იზოლატორი 48 საათის შემდეგ დატოვეს აქციაზე დაკავებულმა -ის მოქალაქეებმაც.
ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
“წინ ვიდექით, მეცა ერთი სპეცრაზმელი, გაგვატარეს კარიდორი, გვირტყეს საშინლად, მერე მარშუტკაში შეგვიყვანეს, იქ გვცემეს, ჩემთან ერთად იყო ამერიკელი, ერთი რუსი და 6 ქართველი”, – ჰყვება აკაკი ნიკაჭაძე.
კიდევ ერთი დაკავებული, კახა კვეკვესკირი ჰყვება, რომ დაკავებისას ფიზიკური დაზიანებები მანაც მიიღო – “დაბეჟილი მაქვს მთელი ტანი, ფეხი ვერ დავდივარ, მუხლი მაქვს ძალიან ცუდ მდგომარეობაში”. მისივე თქმით, ძირს დაგდებულ დაკავებულებს 10-15 წუთი ურტყამდნენ.
როგორც ცნობილია, 2 დღის წინ -მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ დაკავებულებს შორის უცხოეთის მოქალაქეებიც იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ