აქციაზე დაკავებული BBC-ის ფოტორეპორტიორი მოსამართლემ 2500 ლარით დააჯარიმა

BBC-ის ფოტორეპორტიორი ლუკა ღვინიაშვილი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველებმა ძალის გადამეტებით დააკავეს, მოსამართლემ 2500 ლარით დააჯარიმა. ღვინიაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება ფოტომასალა იყო, სადაც მისი დაკავებაა ასახული.
ღვინიაშვილის გარდა დღეს 2400 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა კიდევ ერთ აქტივისტს.
პროცესზე არამც თუ უტყუარად, არამედ ვერ დადასტურდა ვერანაირად, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს რაიმე ტიპის სამართალდარღვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან სახიფათო ტენდენციაა სასამართლოში დამკვიდრებული. სასამართლოს განმარტებით, თუკი ხმოვანი სიგნალი -სი გამოაცხადებს, რომ აქციაზე მოქალაქეები უნდა დაიშალონ, ამას უკვე მიიჩნევენ მოწოდებად და იმ საათების განმავლობაში, არამც თუ იმ წუთერად, ვინც იდგება იმ ტერიტორიაზე, ყველას ცნობენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. მათ შორის, მედიის წარმომადგენლებსაც ცნობენ სამართალდამრღვევად. მოწოდების საფუძველზე მან არ დატოვა ტერიტორია. ის დგა მშვიდად და იღებდა კადრებს მხოლოდ. ორივე პირი იყო ნაცემი, – ამბობს ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.
დღეს საქალაქო სასამართლოში კიდევ 10 აქტივისტის საქმე უნდა განიხილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”