აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

3 დეკემბრის აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე, რომელიც სპეცრაზმის მიერ ცემაზე მიუთითებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქეთ დააჯარიმა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
ნაკაშიძე სამართალდარღვევად ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გიორგი ნაკაშიძის თქმით, 3 დეკემბრის აქციაზე მეგობრის შვილის გამოსაყვანად შევიდა წინა პერიმეტრზე, როდესაც 3 ადამიანთან ერთად დააკავეს.
„მანქანაში შემტენეს და ფიზიკურად გაგვისწორდნენ. გადამცეს პატრულს, რომელიც სპეცნაზისგან განსხვავებით კარგად გვექცეოდა მეც და იქ მოყვანილ ადამიანებს. ჯოჯოხეთს უწყობენ ადამიანებს!“, — დაწერა ნაკაშიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…