აქციაზე დაკავებული მოქალაქე ამბობს, რომ იზოლატორში მშრალ შიმშილობას იწყებს

19 ნოემბერს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს დაკავებული ისაკო დევიძე მშრალ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
“რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას! რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ. საქართველო გაიმარჯვებს”, – წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ისაკო დევიძეს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 8-დღიანი პატიმრობა 20 ნოემბერს შეუფარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას