აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე აცხადებს, რომ იზოლატორში მშრალ შიმშილობას იწყებს

საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, – ამის შესახებ განცხადებას 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც დევიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, ყველამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იბრძოლოს „რეჟიმის წინააღმდეგ“.
“რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!
რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ.
საქართველო გაიმარჯვებს”, – წერს ისაკო დევიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ისაკო დევიძეს, რომელიც საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დააკავა, საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას