აქციაზე დაკავებული ზურაბ გოგიძე ნაცემია – ადვოკატი

გომელაურის თანამშრომლების მიერ დღეს დილით დაკავებული დემონსტრანტი 44 წლის ზურაბ გოგიძეა. კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში მისმა უფლებამდაცველმა რამდენიმე წუთის წინ მონახულა. უფლებადამცველის თქმით, დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება. როგორც გოგიძემ ადვოკატს უთხრა, ეს დაზიანებები მას პოლიციელებმა დაკავებამდე მიაყენეს. დაკავებულის ინტერესების დამცველი მომხდარის გამოძიებას სპეციალური საგამოძებო სამსახურისგან ითხოვს.
დაკავებულს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, სახის მიდამოში, მარცხენა თვალთან აღენიშნება დაზიანებები, სისხლჩაქცევები, როგორც თვალბუდეზე, ასევე თვალბუდის ზედა ნაწილში. როგორც თვითონ განმარტა, აღნიშნული დაზიანებები მას მიაყენა რამდენიმე პოლიციელმა უშუალოდ დაკავებამდე. როგორც თვითონ განმარტა, თავისი ნებით აპირებდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლების მანქანაში ჩაჯდომას, თუმცა იქამდე, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, რამდენიმე პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ეს დაზიანება სწორედ მიყენებული აქვს ამ დროს. რაც შეეხება დაკავების საფუძველს, დაკავებულის ოქმიდან როგორც ირკვევა, დაკავებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას. პოლიციელების მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ამასთან დაკავშირებით გამოკითხვის ოქმში თვითონ დეტალურად ისაუბრებს მაშინ, როდესაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კონკრეტული გამომძიებელი მასთან შევა გამოკითხვის მიზნით, – ამბობს ადვოკატი.
გომელაურის უწყებამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა – 44 წლის კაცს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამტკიცებს, რომ ბრალდებული პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება