აქციაზე დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა – ამ წუთებში სხდომა შეჩერებულია

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში შეჩერებულია.
ბრალდებულთან სასამართლოს ექიმი ჩამოიყვანეს, ის სხდომათა დარბაზიდანაა გაყვანილი.
ბრალდებულის დედამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა.
„გული გაქვთ? ადამიანი ხართ? ან იქით გაუშვით, ან აქეთ“, – განაცხადა გორგაძის დედამ.
მას მანდატურებმა დამშვიდებისკენ მოუწოდეს.
„ბავშვს მიხედონ მაჩვენონ, როგორ არის. ცხოვრებაში არ ჰქონია ასეთი რაღაც. არ გამოიყვანეს გოლიათი?“, – განაცხადა ბრალდებულის დედამ, რის შემდეგაც მან პროკურორებს მიმართა.
„არ გრცხვენიათ, ზიხართ ჩუმად!“, – განაცხადა გორგაძის დედამ.
სხდომის დარბაზი პროცესის განახლებამდე ყველა პირს დაატოვებინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს