აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირი ეთერი დაუთმონ, მათ შორის დაკავებულების სასამართლო პროცესებიც პირდაპირ ეთერში გადასცეს.
„პატიმრების ოჯახის წევრები უკვე არაერთი თვეა ვითხოვთ პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს არის ჩვენი ლეგიტიმური უფლება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩვენი ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე ამ ქვეყანაში. თუ არის გამჭვირვალე, ჩვენც გვინდა, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებამდე მივიტანოთ. ვითხოვთ პირდაპირ ეთერს. ასევე, სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ძალიან კომიკურ და დადგმული სპექტაკლების ვითარებაში. შესაბამისად, ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც აქვს იმის უფლება, რომ პირდაპირი ეთერი გააშუქოს, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება