აქციაზე დაკავების შემთხვევაში არასამთავროები მოქალაქეებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აქციაზე დაკავების შემთხვევაში მოქალაქეებს უფასოდ იურიდიული დახმარების გაწევას სთავაზობენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცხელი ხაზის ნომერი გაავრცელა – 577 070 563.
თბილისში ს მხარდასაჭერი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.
ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმართება. ამავდროულად, მეორე აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან, სადაც ქართული ოცნება ხელახლა იწყებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ პროცედურებს.