არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს აქციაზე დაკავების შემთხვევაში უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ.
“იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაგაკავეს აქციაზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან უფასოდ გაგიწიონ იურიდიული დამხარება. დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ოცნება აპირებს, რომ რუსული კანონი დღეს დაარეგისტრიროს.
