პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ. უცნობი ადამიანი მისთვის სავარაუდოდ სახრახნისის დარტყმას ცდილობდა. თავდასხმის მცდელობის ვიდეომასალაც არსებობს.
ვაშაძე დაშავებული არაა, მას მცირე ნაკაზრი აქვს ნიკაპთან. თავდამსხმელი კაცი გაიქცა.
“ვიდექი ვსაუბრობდი, უბრალოდ, დამესხა თავს. ამას მირტყამდა, ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა. ოდნავ დაზიანება მაქვს, მაგრამ წარმოუდგენელია. რა უნდოდა, ვერ გავიგე. მკვლელობა უნდოდა, როცა ამ იარაღს გირტყამს ყელში ადამიანი თუ რა უნდოდა? მე ერთ რამეს ვეუბნები ივანიშვილს, რომ არაფერი გამოგივათ და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს პიროვნება კი, ამ ვიდეოზე აღბეჭდილია, მისი სახე აღბეჭდილია, ეს პიროვნება თვითონ მისცემს ჩვენებას”, – ყვებოდა ვაშაძე ფორმულას ეთერში და თავდამსხმელის მიერ დაგდებული ცივი იარაღი ხელში ეჭირა.