აქციაზე გასვლის გამო კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა გააუქმა

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო მ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.
“გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა”, – წერია ოცნების მთავრობის განცხადებაში.
გუშინ, 14 ოქტომბერს, ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მივიდა. ელინა ვალტონენი აქციის მონაწილეებს შეხვდა.