მე არ მგონია, ამ ცვლილებამ ქვეყნისთვის რაიმე შედეგი გამოიღოს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ძალაუფლების გადარჩენის მცდელობაა, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია. არ მგონია, ეს იყოს საჭადრაკო დაფაზე გადაადგილებების დასასრული. შესაბამისად, ეს გამოწვეულია იმ გავლენების გაძლიერების სურვილით, რაც ივანიშვილმა დააანონსა.
ასე ეხმაურება მთავრობაში დაგეგმილ საკადრო გადაადგილებას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია.
TV Imedi-ს ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.