პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას ცნობით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა იყო. ამის შესახებ ნათქვამია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აქუბარდიასთვის გაგზავნილ საპასუხო წერილში.
აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და მთავრობასთან დაგეგმილი რიგი პროგრამები შეაჩერა.
“დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდგომ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა. დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ”, – თქვა აქუბარდიამ.
მისი თქმით, დანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდეს.