აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – რატომ არ გადიან აქციაზეო და როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ამას არ დაექვემდებარნენ, მინდა ეს სხვებმაც შეძლონ

აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – რატომ არ გადიან აქციაზეო და როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ამას არ დაექვემდებარნენ, მინდა ეს სხვებმაც შეძლონ
„ამ დღეების განმავლობაში აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მცხეთელები არ გამოდიოდნენ აქციაზე, ანუ, მათ არ აინტერესებდათ სამშობლოს ბედი და ა.შ. სხვათა შორის, ამ ბულინგის არც ერთი ავტორი თავად მცხეთელი არ იყო“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა მ განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ მცხეთელები, რომლებიც ყოველ დილას ეკლესიის სამრეკლოს ზარების რეკვაზე იღვიძებენ და სვეტიცხოვლის, დედათა მონასტრისა და ჯვრის მონასტრის ჩრდილქვეშ ცხოვრობენ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ და რწმენაზე თავდასხმასა და სამშობლოს ომში გახვევას მხარს უჭერდნენ. სწორედ ამიტომაც, ისინი ბულინგს არ დაექვემდებარნენ და აქციებს არ შეუერთდნენ.
„მე წარმოვადგენ მცხეთას – იქ დავიბადე და გავიზარდე და მინდა მცხეთელებს მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ სულ რამდენიმე კაცმა გაისეირნა სასტვენებით ხელში მცხეთაში და მათში არცერთი ადგილობრივი არ იყო. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მცხეთელები, რომლებიც ყოველ დილას ეკლესიის სამრეკლოს ზარების რეკვაზე იღვიძებენ და სვეტიცხოვლის, დედათა მონასტრისა და ჯვრის მონასტრის ჩრდილქვეშ ცხოვრობენ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდნენ და რწმენაზე თავდასხმასა და სამშობლოს ომში გახვევას მხარს უჭერდნენ. მცხეთა იყო ის ადგილი, სადაც ხშირად საქართველოს ბედი წყდებოდა, სადაც მეფეთა საძვალეა განთავსებული. შესაბამისად, აქ მაღალი პასუხისმგებლობაც არსებობს. მინდა, როგორც მცხეთელებმა შეძლეს, რომ ბულინგს არ დაექვემდებარნენ, ასევე, ეს ბევრმა შეძლოს“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული