აქტიურად მიდის ე.წ “მესამე ძალის” შექმნის პროცესი. ყველანაირად ცდილობენ, ხალხს უთხან, თითქოს ამ აგენტურას არაფერი აქვს საერთო ნაცმოძრაობასთან, არადა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს

აქტიურად მიდის ე.წ “მესამე ძალის” შექმნის პროცესი. ყველანაირად ცდილობენ, ხალხს უთხან, თითქოს ამ აგენტურას არაფერი აქვს საერთო ნაცმოძრაობასთან, არადა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს
“ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ძირითადად უცხოური აგენტურით არის დაკომპლექტებული, მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან მათი პატრონები, რადგან ნაცმოძრაობაზე უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული”-ამის შესახებ წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პარალელურად აქტიურად მიდის ეგრედწოდებული “მესამე ძალის” შექმნის პროცესი. ამ ფარისევლურ თამაშში ყველას თავისი როლი მოარგეს, მაგრამ მიზანი ერთი დაუსახეს – როგორმე გაემიჯნონ ნაცებს.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს და აგენტურის და მათი პატრონების მცდელობები კომიკურ სახეს იღებს.
“ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში მიმდინარე პროცესებზე ვრცლად კარგა ხანია არ დამიწერია და ვფიქრობ, მცირე ანალიზი შემოგთავაზოთ.
თუმცა კი, არაფერია აქ ღრმა და ამოსახსნელი – მაინც უნდა ითქვას სათქმელი. ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ძირითადად უცხოური აგენტურით არის დაკომპლექტებული, მძიმე მდგომარეობაშია.
ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან მათი პატრონები, რადგან ნაცმოძრაობაზე უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული. მათ იციან, რომ უმძიმესი კრიმინალური წარსულით დამძიმებულ და სისხლით “დასვრილ” ნაცმოძრაობას ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არ დააბრუნებს. ამიტომ გადაწყვიტეს პატრონებმა ამ პარტიის ხელოვნური დაშლა და თავმჯდომარედ დაუნიშნეს კლოუნი ხაბეიშვილი, რამაც შეუწყო კიდეც ხელი პარტიიდან ხალხის გადინებას. პარალელურად აქტიურად მიდის ეგრედწოდებული “მესამე ძალის” შექმნის პროცესი. ლელო, გახარია, გვარამია, ზურაგირჩი…
ეს არის ხალხი, რომელზეც პატრონებმა გათვლა გააკეთეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ და უთხან, თითქოს ამ აგენტურას არაფერი აქვს საერთო ნაცმოძრაობასთან. ამ ფარისევლურ თამაშში ყველას თავისი როლი მოარგეს, მაგრამ მიზანი ერთი დაუსახეს – როგორმე გაემიჯნონ ნაცებს. გვარამია იძახის მიშა ჩემი კონკურენტიაო, გახარია მიშას აგინებს, ხაზარაძე/ჯაფარიძე ყველაზე ხშირად სწორედ ნაცებს აკრიტიკებენ.
არადა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს. აგენტურის და მათი პატრონების მცდელობები კომიკურ სახეს იღებს. რა მცდელობა გამიჯნავს ერთმანეთისგან სააკაშვილს და მის იდეოლოგ გვარამიას? სააკაშვილს და მის რეკეტიორ ხაზარაძეს? სააკაშვილს და მის ყურმოჭრილ მონა ზურაგირჩის? ცხადია, მათი ფორმალური გამიჯვნა ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნის. როგორც რუსები იტყვიან, ნეხვისგან კანფეტი არ კეთდება”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
Next: როდის დაფუძნდება სალომეს ფანჩატური? – ნანა კაკაბაძე

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა