აქტივობა 20:00 საათისთვის – 58.95%, 2020 – 56.11%, 2016 – 51.63%, 2012 – 60.8%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58.95% შეადგინა.
“ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით შეადგინა – 2 060 412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია,
ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვინაიდან, ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება”, – თქვეს -ში გამართულ ბრიფინგზე.