ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აქტივისტი ტასო ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ცნობისთვის, ტასო ჯაფარიძეს 1-ელ ნოემბერს რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.




