აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ

მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ცნობილია, რომ მას თავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაესხნენ, მაშინ, როცა ის ლექციიდან გამოდიოდა.
ნიკო მანაგაძე აქციის – დახვდი ს ერთ-ერთი ორგანიზატორია.
საპროტესტო აქცია პრემიერმინისტრის წინააღმდეგ ხვალ, დილის 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთანაა ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ