აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან სტალინის გამოსახულებიანი ხატის შეღებვას აპროტესტებენ

ათობით ადამიანი შეიკრიბა აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან. ისინი აპროტესტებენ საღებავის შესხმას სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინიც არის გამოსახული. აქციის მონაწილეები „ხატის შეურაცხყოფაში” ნატა ფერაძეს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა”.
აქტივისტის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები. ნატა ფერაძის სახლთან იმყოფებიან პოლიციელები.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ევროკომისიის წერილზე – ერთადერთი „კოზირი“, რაც აქვთ დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და რა გზით? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით