აქტივისტ ვახო ფიცხელაურზე თავდასხმაზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.
26 იანვარს ღამით გორში აქტივისტი ვახო ფიცხელაურს უცნობი პირები თავს დაესხნენ, გაიტაცეს და სცემეს. ფიცხელაური აცადებს, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ. აქტივისტის ცოლის თქმით, ის გაძარცვეს და პირადი ნივთები წაართვეს. ოჯახი თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
