აქტივისტ გიორგი სტეპანოვის ინფორმაციით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ

აქტივისტ გიორგი სტეპანოვის ინფორმაციით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მან ,,ფეისბუქზე” გაავრცელა და დაწერა, რომ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
,,დამხვდნენ და გამლახეს”,- წერს სტეპანოვი.
მოგვიანებით, სტეპანოვმა ,,ტვ პირველთან” საუბარში განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა გუშინ მოხდა, თუმცა დაზიანებების გამო დღეს თავი შეუძლოდ იგრძნო და ამიტომ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რაც შეეხება თავად ფაქტს, სტეპანოვის ინფორმაციით, მისთვის უცნობი ოთხი ადამიანი თავს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, გლდანში დაესხა.
აქტივსტი მომხდარს საპროტესტო აქციებში მის მონაწილეობას უკავშირებს.