აქტივისტ ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს პოლიციელ ჟამერაშვილთან შელაპარაკების გამო

სამოქალაქო აქტივისტი ალბი კორძაია აცხადებს, რომ მას ს საქალაქო სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა პოლიციელ გიორგი ჟამერაშვილთან შელაპარაკების გამო. გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა.
„ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, – დაწერა აქტივისტმა სოციალურ ქსელში.
სამოქალაქო აქტივისტი პოლიციელ გიორგი ჟამერაშვილს, რომელიც დაზარალებულია პროევროპულ აქციებზე დაკავებული მათე დევიძის საქმეში, ბათუმში 28 ივლისს შეხვდა.
„უარესს იმსახურებს ეგ ნამუსგარეცხილი, რომ მათე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა და ბათუმში ისვენებს. აი, ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ დღეს, სადაც არამზადა იმის გამო გიჩივის, რომ ეუბნები, ვინც არის“, – დაწერა ალბი კორძაიამ 30 ივნისს, როცა სასამართლოდან დაურეკეს და აცნობეს მის წინააღმდეგ არსებული სამართალწარმოების შესახებ.
ალბი კორძაიას ბოლო კვირების განმავლობაში უკვე მეორედ უფარდებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას. 4 ივნისს ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10-დღიან პატიმრობაში გაუშვა, რადგან მიიჩნია, რომ მან „ქართული ოცნების“ დეპუტატ თეა წულუკიანს შეურაცხყოფა მიაყენა.
ალბი კორძაიამ რამდენიმე სხვა აქტივისტთან ერთად 11 აპრილს ს სახლთან აქცია გამართა. ისინი აპროტესტებდნენ პოლიტიკოსის განცხადებას 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ – წულუკიანის თქმით, ის იყო „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“. -ს მტკიცებით, აქტივისტი წულუკიანის სახლთან ხმის გამაძლიერებლით იყო მისული და მას ეძახდა „ს მონასა“ და „ქვეყნის მოღალატეს“.
ფორუმი