აქტივისტმა თემურ ქათამაძემ კვლავ შიმშილობა დაიწყო

აქტივისტმა თემურ ქათამაძემ კვლავ შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ თემურ ქათამაძე თავის წერილში წერს, რომელსაც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.
როგორც წერილში თემურ ქათამაძე აღნიშნავს, მან შიმშილობა დღეს, პირველ აპრილს გამოაცხადა.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე პატიმრობაშია. ის ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.