აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს თბილისში გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.. საქმე ეხება პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციას, როდესაც მოქალაქეები თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ.
სწორედ ამ აქციაზე ეჭირა კურატიშვილს საპროტესტო ბანერი წარწერით – „ანწუხელიძე უკვდავია“. ის ტროტუართან იდგა. სწორედ იმ დროს მივიდა მასთან რამდენიმე პოლიციელი და დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია