აქტივისტი დავით ჩხეიძე დააკავეს

აქტივისტი დავით ჩხეიძე დააკავეს – როგორც აქტივისტმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ის პოლიციელებმა საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ, გადამოწმების მიზნით გააჩერეს. აქტივისტი შეამოწმეს როგორც ალკოჰოლზე, ასევე ნარკოტესტზე – პოლიციელების განცხადებით, ნარკოტესტი დადებითი აღმოჩნდა და ის დამატებითი გადამოწმებისთვის განყოფილებაში გადაიყვანეს. თავად დავით ჩხეიძე აცხადებს, რომ არასოდეს არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლ ფაშინიანი პუტინს – არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ – რუსეთის მოქალაქეების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერობის კანდიდატები იყვნენ