აქტივისტი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

ოპოზიციონერი აქტივისტი, ამბობს, რომ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ის ამბობს, რომ ოთხი ნიღბიანი ადამიანი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი პირადი მობილური ტელეფონი წაართვეს.
“ჩემ საცხოვრებელ სახლთან, დაახლოებით 40 მეტრში, მითვალთვალებდა ტოიოტა ქამრი, შავი მინებით დაბურული. დავიწყე ვიდეოს გადაღება, რომ გამეგო ვინ იყვნენ. ეს მანქანა გაიწია და გადმოხტა ოთხი ნიღბიანი, ძალიან დაკუნთული ტიპები და მოგვიწია ჩხუბი […]
ჩემს შვილებთან ერთად ვსეირნობდი 5 წუთით ადრე ზუსტად იმ ტერიტორიაზე. მე მყავს 2 წლის და 7 თვის შვილები. მათთან ერთად ვიყავი იმ ადგილას, ჩემი სახლიდან 30-40 მეტრის მოშორებით. მოიყვანეს ეს ზონდერები … გამიმართლა, რომ შვილებთან ერთად არ ვიყავი [თავდასხმის მომენტში]”, – თქვა მუმლაძემ TV პირველთან საუბრისას.
8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.
9 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ -ში მიმდინარე გამოძიებასთან, გამოკითხვაზე დაიბარებენ. უწყებაში არაფერი უთქვამთ გუშინ, 8 მაისს, ღამით განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც უცნობი პირები აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს, თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”