აქტივისტი აცხადებს, რომ სახლთან უცხო ადამიანი დახვდა და დაემუქრა

სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია აცხადებს, რომ მას სახლთან უცხო ადამიანი აედევნა და შემდეგ დაემუქრა.
ამის შესახებ კალანდიამ სოციალურ ქსელში დაწერა. კალანდია ამ ფაქტს თავის სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირებს.

როგორც ნეტგაზეთთან ნინო კალანდია ამბობს, აპირებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს.
თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მას უცხო პირები ემუქრებიან. ნინო კალანდიას თქმით, სხვა აქტივისტების მსგავსად, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მასთანაც შედის.
„ისედაც აკლებული ვარ ამ ზარებით. ყოველდღე, შუაღამისას. ღამე ვიღაცამ კარზეც დამიკაკუნა. რომ გავიხედე, არავინ იდგა. ახლა ეს დახვედრა“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ნინო კალანდია.
ნინო კალანდიას თქმით, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების გამო მან პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს მიმართა, სადაც უთხრეს, რომ ეს მუქარები სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა და განსახილველად პროკურატურას გადასცემდნენ. როგორც პროკურატურაში ნეტგაზეთს განუცხადეს, მსგავს საქმეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და მათთან შესული წერილიც -ს გადაეგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ