არლამენტთან, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მოქალაქეები ამ დრომდე მიდიან, პოლიციამ, ცოტა ხნის წინ, ერთი პირი დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ მეყანწიშვილმა განუცხადა, მამაკაცი ცდილობდა მემორიალის ტერიტორიიდან გაეტანა ის თაიგულები, რომელიც მთავრობამ დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მიიტანა.
მისი თქმით, მამაკაცმა ასევე შეიგინა ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.
„რუსების მოტანილი „ვენოკები” ბღალავდა 9 აპრილის მემორიალის მთავარ ფუნდამენტს. ეს არ იყო პატივისცემა იმ დაღუპული გმირების მიმართ, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის რუსეთთან ბრძოლაში დაიღუპნენ. რუსებმა ამ ადამიანებს ტანკებით გადაუარეს, თავები მოკვეთეს ბარებით და სრულად ლეგიტიმურად გაჰქონდა ამ ადამიანს, რუსების მიერ მოტანილი „ვენოკები”. ასევე, შეაგინა რუს ბიძინა ივანიშვილს, რაც მისი გამოხატვის თავისუფლებაა და ამის გამო დააკავეს“,- განაცხადა მარიმა მეყანწიშვილმა.




