აქტივისტებს, რომელმაც ანაკლიაში “მეგობარი აქტის” 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს, გარემოს დაცვა ახსნა-განმარტებებს სთხოვს

აქტივისტები, რომელმაც ანაკლიაში “მეგობარი აქტის” 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს, გარემოს დაცვის სამსახურში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
უწყება როსტო ზარანდიას ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებაში ადანაშაულებს.
აქტივისები ამბობენ, რომ გარემოს დაცვის სამსახურში მისვლას არ აპირებენ, ამბობენ, რომ უწყება სატელეფონო საუბარიში განუმარტეს, რომ ტერიტორიაზე, რომელიც აუთვისებელი და დაუსახლებელია, თეთრი სამყურა დათესეს.
ამ პერფორმანსით, ზუგდიდელი აქტივისტების მთავარი მიზანი ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობისთვის ხაზგასმა იყო. მეგობარი აქტი ორპარტიული დოკუმენტია. რომელიც, დიდი ხანია კონგრესში მოიხსენიება როგორც ქართული კოშმარის არ აღიარების აქტი.
გუშინ დამირეკეს გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან, მითხრეს რომ მივსულიყავი ახსნა-განმარტებისთვის, მე არ ვაპირებ რომ მვიიდე, იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში მინდორზე რომ გავიარო, ამისთვის ახსნა-განმარტებას არავის მივცემ. ნაყოფიერ ფენას შევეხეთ, არაფერი დაგვიაზიანებია ეს ვიცი ზუსტად. გარემოს დაცვის სააგენტომ სკვერის ნახევარი გაჩეხა და იქ ოფისი ააშენა. არაფერს გამოვრიცხავ, ვიცი რომ დაავალეს, რომ ეს საქმე ეწარმოებინათ, უნდათ რომ სასამართლომდე მივიდეს. ეს უსამართლო სასამაქრთლო მერე ალბათ დაგვაჯარიმებს”, – ამბობს აქტივისტი.
tvpirveli.ge