აქტივისტები: პოლიციამ 5000-ლარიანი ჯარიმების ოქმები სახლში მოგვიტანა, სასამართლოს გარეშე

ოპოზიციონერი აქტივისტები, ნიკა ნარსია და აცხადებენ, რომ ახალი რეპრესიული კანონის ამოქმედების შემდეგ, რომლის მეშვეობითაც “გზის გადაკეტვის” საქმეებზე ჯარიმებს პოლიციელები წერენ, დილით უკვე დააჯარიმეს. მათი თქმით, პოლიციელები 5000-ლარიანი ჯარიმების გამოსაწერად სახლში, ერთს მარნეულში, ხოლო მეორეს – წეროვანში, გამთენიისას მიადგნენ.
“დილის 08:00 საათზე ისმის კარზე ძლიერი ბრახუნი. გამეღვიძა. მე მეუღლე და 8 თვის შვილი ტასო ვცხოვრობთ წეროვანში, საიდანაც ყოველ დღე დავდივარ აქციებზე. მეთქი, ჩემი ძაღლი ხომ არ გადახტა გარეთ ეზოდან ვინმე ხომ არ შეაშინა. არავის ერჩის, დიდია უბრალოდ, საშიშად გამოიყურება და ზოგჯერ იპარება. გავაღე კარი და [ვხედავ დგას] სამი პოლიციელი, რამდენიმე იქეთ პერიმეტრს აკონტროლებს.
ძილ-ბურანში ვალაგებ ვარიანტებს: ჩხრეკაა, ავყავარ, აუ, ისევ იმ “ნარებზე” რა დაწვება ციხეში, გვერდები რომ მქონდა გაბრტყელებული, რამდენი წელი ვერ ვნახავ ცოლ-შვილს და უცებ გააძრეს ოქმი: ბატონო ნიკოლოზ 5000 ლარით ხართ დაჯარიმებული და რომ ჩაიბარეთ დავაფიქსიროთ და 10 დღე გაქვთ გასაჩივრებისთვისო. ორ საქმეზე 27-ში მაქვს სასამართლო იგივე გზის გადაკეტვაზე კიდევ.
აი, სირაძის მიმართვა აღასრულა -მ და აწი სასამართლოსაც აღარ შეაწუხებენ, თვითონ შსს გაგვასამართლებს და ამ საკითხშიც პირველობას ხომ არ ჩამომართმევდნენ, გახსნეს სეზონი შსს გვიჭერს, ბრალს გვდებს და “გვასამართლებს” კიდეც, რამდენი სერვიზი აქვთ ხედავთ?
ფილმში: “მონანიება” მეგონა თავი, კარზე ბრახუნი უბედურებას რომ ნიშნავს, ვნახოთ ხვალ-ზეგ რაზე დააბრახუნებენ, ის კი იციან რომ ციხიდან უფრო ამაყი გამოვედი და გამოვალ. დღეს უფრო მეტნი უნდა ვიყოთ რუსთაველზე”, – წერს ნიკა ნარსია.
“დილის 08:25 წუთზე, ეზოში ძაღლებმა ატეხეს ყეფა. 08:30-ზე დაფარული ნომერი მირეკავს, პოლიციიდან ვართო. გავიხედე ფანჯრიდან, ორი შკოდა იდგა, 7 ფორმიანი დავინახე. ეზოს კარი გაუღო დედამ, ორი ფორმიანი შემოვიდა ეზოში. გამოვხედე მეორე სართულიდან.
მე: რა გინდათ?
ფორმიანი: აი დოკუმენტები უნდა ჩაგაბაროთო
მე: რა დოკუმენტები?
ფორმიანი: 7 თებერვალს რომ კეტავდი რუსთაველსო, ადმინისტრაციული კოდექსის 174.1 მუხლის მე-5 ნაწილით შევადგინეთ სამართალდარღვევაო.
მე: გასაგებია, ახლა გადით ჩემი საკუთრებიდან-მეთქი.
ფორმიანი: დაგიტოვებთ ოქმსო
მე: არ მინდა, გამომიგზავნეთ!
ფორმიანი: რატომ არ იტოვებთ
მე: არ გენდობით, ახლა წადით.
წავიდნენ, ახალი “კანონი” ამოქმედდა 7 თებერვალს, რომლითაც უკვე პოლიცია თავად წერს ჯარიმას და იქით უნდა იდავო სასამართლოში, თუ გინდა. პირველები ჩვენ აღმოვჩნდით ახალი “კანონის” აღსრულების ნაწილში.
თავადაც კარგად იციან ვისთან მოვიდნენ, ძალიან ვუშლით ნერვებს და არ იმჩნევენ, მათი ტაქტიკაა ერთგვარი 🙂 დღეს შევხვდებით რუსთაველზე. საქართველო გაიმარჯვებს”, – წერს გიორგი მუმლაძე.