აქტივისტები გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას – „პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“ მართავენ

გმირთა მოედანზე აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას სახელწოდებით – „პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!“ მართავენ.
გმირთა მოედანზე შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს და აქციის მონაწილეების მოქალაქეების მოსვლას ჯერ კიდევ ელოდებიან. მათი მიზანი გმირთა მოედნის სრულად პიკეტირებაა.
როგორც სამართალდამცველებმა აქ შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა მოითხოვს. პოლიციამ, ასევე, აქციის ორგანიზატორებს მოუწოდა, რომ ხალხის დიდი რაოდენობის შემთხვევაშიც, გზა მათთან შეთანხმებით გადაკეტონ.
„გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, მხოლოდ მაშინ გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით“, – განუცხადა სამართალდამცველმა აქტივისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო