“აქსიოსი” – სტივ უიტკოფი პუტინთან შეხვედრის შესახებ დღეს ვიდეოკონფერენციას გამართავს უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებთან

ამერიკული ახალი ამბების ვებსაიტ „აქსიოსის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის წარგზავნილი სტივ უიტკოფი 7 აგვისტოს გამართავს ვიდეოკონფერენციას უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს მაღალი რანგის პირებთან და ინფორმაციას მიაწვდის მათ ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 6 აგვისტოს მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ, აგრეთვე განიხილავს წინსვლის გზას, მათ შორის ტრამპი-პუტინის შესაძლო შეხვედრასაც. „აქსიოსი“ იმოწმებს ორ წყაროს, რომლებსაც პირდაპირი წვდომა აქვთ აღნიშნულ ინფორმაციაზე.
7 აგვისტოს დაგეგმილი „შეხვედრის“ შესახებ ხუთშაბათის ვიდეომიმართვაში ილაპარაკა უკრაინის პრეზიდენტმა მაც. მას ტექნიკური ფორმატი არ დაუზუსტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების შეხვედრა:
„დღეს იქნება აგრეთვე უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების შეხვედრა უკრაინიდან, ევროპის ქვეყნებიდან და -დან – პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელი იქნება იქ. ყველა დეტალი იქნება განხილული. ჩვენ გვჭირდება კოორდინირებული და გულდასმით შემუშავებული მიდგომები დიპლომატიაში“.
„აქსიოსი“ წერს, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის მიმართ „ბევრად ხისტ პოზიციას ავითარებდა“, თუმცა უიტკოფის პუტინთან შეხვედრის შემდეგ „შემოტრიალდა, მიღწეულ „პროგრესსა“ და პუტინთან სამიტის შესაძლებლობაზე ოპტიმისტურად ალაპარაკდა“.
ხუთშაბათს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი და ტრამპის შეხვედრის მიმართ „ორმხრივი დაინტერესებაა“ და რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ „ამისთვის უნდა შეიქმნას გარკვეული პირობები. ასეთი პირობების შექმნამდე კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შორია“.
ხუთშაბათსვე უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პუტინთან შესახვედრად: „ს არ ეშინია შეხვედრების და მოელის ასეთსაცე გაბედულ მიდგომას რუსეთის მხრიდანაც. დროა დავასრულოთ ომი”. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ განიხილება ლიდერების დონეზე ორი ორმხრივი და ერთი სამმხრივი შეხვედრის „პოტენციური ფორმატები“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას