აქვს თუ არა Google-ს მსოფლიო მონოპოლია? – CEO-ს პასუხი

Google-ის საძიებო სისტემას მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი იყენებს. მეტიც, ბოლო სტატისტიკას თუ შევხედავთ აღმოვაჩენთ, რომ Google-ი ყოველ წამს 99 000 ბრძანებას ასრულებს, რაც დღეში 8.5 მილიარდის, წელიწადში კი 2 ტრილიონი საძიებო ოპერაციის ეკვივალენტია.
გარდა ამისა, Seo.AI-ის ინფორმაციით, Google-ს საძიებო სისტემების გლობალური ბაზრის 92%-იანი წილი უჭირავს, რაც Desktop ბაზრის 72%-იან და მობილური ბაზრის 92%-იან წილს გულისხმობს. შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ Alphabet-ის კომპანიას საძიებო სისტემების ბაზრის მონოპოლიაც უჭირავს. თუმცა თავად Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ასე არ ფიქრობს.
ამის შესახებ სანდარ პიჩაიმ, Alphabet-ისა და Google-ის CEO-მ Bloomberg-თან ინტერვიუში, რეპორტიორის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
არსებობს მოსაზრება, რომ AI გემმა ზღვაში Google-ის გარეშე შეცურა. ამავე დროს -ის სამართლის დეპარტამენტი ცდილობს დაამტკიცოს, რომ Google-ს საძიებო მონოპოლია უკავია. ალბათ, ასეც არის: Google საძიებო სისტემების 90%-ზეა დომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროს 90%-ს Google-ის გავლით აღვიქვამთ, რთულია ეძებდე ინფორმაციას და ამისთვის Google-ს არ იყენებდე. რატომ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთ კომპანიას ამხელა ძალაუფლება?

ასევე დაგაინტერესებთ