აქეთ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ქვეყნის გარეთ არიან მათი პატრონები და კოორდინაციით წარმოებს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან

კოორდინაცია ჰქონდათ Deep State-ს, „გლობალურ ომის პარტიას“ და დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ მაშინდელ „ნაცმოძრაობას“, 2012 წლამდე. სწორედ მათი კოორდინაციით წარმოებდა მაშინ თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახლაც არის ზუსტად იგივე კოორდინაცია და იგივე კოორდინაციით წარმოებს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე.
„რა თქმა უნდა, არის სრული კოორდინაცია. თავის დროზე ამ კოორდინაციით ცდილობდნენ ჩვენს ომში ჩათრევას, შემდეგ ვერ მოახერხეს ეს ყველაფერი, ვერ მოახერხეს ვერც სანქციებში ჩვენი ჩათრევა, ვერც მოხალისეების გაგზავნის უზრუნველყოფა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და ა.შ. მათი მიზანი იყო ომში ჩათრევა, ესკალაცია, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევა, თუმცა ყველა მცდელობა იყო წარუმატებელი. მათი განაწყენების გამოხატულებაა ის რეზოლუცია, რომელიც ასევე ერთობლივი კოორდინაციით დაინიცირდა ევროპარლამენტში. ასეთივე კოორდინაცია ჰქონდათ ამ ძალებს, Deep State-ს, „გლობალურ ომის პარტიას“ და დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ მაშინდელ „ნაცმოძრაობას“, 2012 წლამდე. სწორედ მათი კოორდინაციით წარმოებდა მაშინ თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე. ახლაც არის ზუსტად იგივე კოორდინაცია. აქეთ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ქვეყნის გარეთ არიან მათი პატრონები და ზუსტად იგივე კოორდინაციით წარმოებს ახლა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები