,, აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში” – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ არის გაუარესებული – აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო გახდა საჭირო პალატის ცვლილება.
„კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი დაგვემატა და დაგვჭირდა ის სართული, სადაც პაციენტი, იმყოფებოდა. შესაბამისად, პალატა შეიცვალა. ბევრად გაუმჯობესებულ პირობებშია, არანაირად არ არის გაუარესებული, აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა EPP-ს კონგრესზე – ევროპა ერთიანად უნდა იდგეს მტრის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ გადამწყვეტი ქმედებებით შეიძლება იმ ადამიანის შეჩერება, ვინც ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა – საქართველოს კონტექსტში, მოქმედება სანქციებს ნიშნავს