აქამდე დემონსტრანტებს დაკავებისას და მანქანაში სცემდნენ, ახლა უკვე იზოლატორშიც — ადვოკატი

ადვოკატმა სანდრო წერეთელმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა აქციებისას დაკავებული საბა სხვიტარიძე და ზურაბ დათუნაშვილი.
ორივე მათგანი ნაცემია.
„ზურას დაკავებისას სცემეს. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია. საპატრულოს ორმა ნიღბიანმა, მანქანაში მოთავსების შემდეგ იდაყვები ურტყეს თავში, ყური აქვს გატეხილი. მერე აღმოჩნდა, რომ იცნეს ვინც იყო აღარ შეხებიან, მაინც ოლიმპიელი და მსოფლიო ჩემპიონია, შეეშინდათ ეტყობა“, — წერს ინწკირველი.
ამასთან, ინწკირველის თქმით, თუ აქამდე დემონსტრანტებს დაკავებისას ან სატრანსპორტო იზოლატორში სცემდნენ, საბა სხვიტარიძეს იზოლატორშიც გაუსწორდნენ.
„საბას დაკავებისას არ შეხებიან, მას შემდეგ რაც მიიყვანეს იზოლატორში, აიყვანეს მეხუთე სართულზე გამომძიებელთან შეადგინეს ოქმი, გამომძიებელმა ოთახი დატოვა, შემოვიდა რამდენიმე ნიღბიანი კრიმინალი. როგორც საბა იხსენებს საკმაოდ ნავარჯიშები, „გეგონება აქციიდან იყვნენ მოხსნილებიო” და სცემეს. თუმცა, აქ ეს არ დასრულებულა, რამდენიმე საათში მოკიდეს ხელი და ახლა უკვე მერვე სართულზე აიყვანეს, სადაც სთხოვდნენ, ეღიარებინა დანაშაული. საბამ გასცა საკადრისი პასუხი, რის შემდეგაც ისევ გავიდნენ ოთახიდან, შემოვიდნენ ნიღბიანები და ისევ სცემეს ურტყამდნენ ძირს დავარდნილს და ყველგან. აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილი ამ ქვეყანაში გარდა ქუჩისა, ჩვენი ერთად დგომა და ბრძოლა ახლა არის ჩვენი მთავარი იარაღი. ამ ბიჭებს და დანარჩენ 400 თანამებრძოლს ახლა ჩვენი იმედი აქვს“, — წერს ინწკირველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს