აფხაზური ფერწერის ოქროს ფონდი ფაქტობრივად განადგურებულია. ძლიერმა ხანძარმა სოხუმის ეროვნულ სამხატვრო გალერეაში ხელოვნების რამდენიმე ათასი ნიმუში გაანადგურა. განსაკუთრებით ტრაგიკულია აფხაზი მხატვრების მემკვიდრეობის ბედი, რომლისგანაც ფაქტობრივად აღარაფერი გადარჩა. ხანძრის მიზეზები უცნობია და თბილისშიც და სოხუმშიც ამ თემაზე ბევრი ვერსია და სპეკულაციები ვრცელდება.
თავად სოხუმში ადამიანებს, რომლებიც კარგად იცნობდნენ გალერეაში შექმნილ ვითრებას, ხანძრი არ გაკვირვებიათ. საცავში და მთლიანად შენობაში ვითარება იმდენად დრამატული იყო, რომ ტრაგედიას ნებისმიერი დაუდევრობა გამოიწვევდა. მითუმეტეს, რომ ხანძრის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ვერსიად განიხილება ოკუპანტების უდიდესი ძალისხმევა წაიშალოს ქართულ-აფხაზური კულტურული კავშირის ყველა კვალი.
ავტორი: დავით კობიძე