აფხაზური მხარე ამბობს, რომ ქართულ მხარესთან გალში შეხვედრების აღდგენა სურს

აფხაზური მედიის ცნობით, ს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ოდისეი ბიგვავასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კვლავ დაისვა IPRM-ის ფორმატის აღდგენის საკითხი.
ოფიციალური ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდის დღის წესრიგის განხილვა.
“შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და დღის წესრიგში არსებული სხვა მნიშვნელოვანი თემები. მხარეებმა ასევე გამოთქვეს ურთიერთშეთანხმება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობის შესახებ [შეწყდა 2018 წელს] “, – წერია სოხუმის გავრცელებულ ინფორმაციაში. [მსგავსი ფორმატი მუშაობს ცხინვალის მხარესთან]
კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდი გაიმართება 2025 წლის 25-26 ივნისს, ჟენევაში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიქმნა და ორივე რეგიონში უსაფრთოხების საკითხების განხილვას ისახავდა მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…