აფხაზმა მინისტრმა ზუგდიდში ვიზიტი დაადასტურა

აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კრისტინა ოზგანმა, 22 დეკემბერს ენგურჰესის საკითხზე ზუგდიდში ვიზიტი და იქ გამართული სამუშაო შეხვედრა სპუტნიკ-აფხაზიასთან ინტერვიუში დაადასტურა.
ოზგანის თქმით, შეხვედრა ენგურჰესის კაშხალზე შედგა, სადაც მხარეებმა განიხილეს 2024 წლის იანვარ-მარტში ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობები, ამავე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების განრიგი წყალსაცავში წყლის დონის გათვალისწინებით და ასევე ენგურჰესის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
მისივე თქმით, აფხაზურმა მხარემ ისაუბრა იმაზე, რომ გეგმავს ენგუჰესის ვარდნილების რეკონსტრუქციას, თუმცა, ქართული მხარე აღარ განიხილავს მათ აღდგენას, რამდენადაც ეს “არამომგებიანი ინვესტიციაა”.
ს ენერგეტიკის საკითხებზე კრისტინა ოზგანის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შესაძლო საიდუმლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ აფხაზური ტელეგრამ არხებით ანონიმურმა მომხმარებლებმა გაავრცელეს. თუმცა, ამ დრომდე ინფორმაცია ოფიციალურად არც უარყვია და არც დაუდასტურებია არც “ენგურჰესის” ადმინისტრაციას და არც ქართულ და აფხაზურ მხარეებს.
აფხაზეთში ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხზე დღესდღეობით ცხარე დისკუსიები მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, აფხაზეთს ს წინაშე ელექტროენერგიისთვის 1 მილიარდ რუბლზე მეტი დავალიანება აქვს. ადგილობრივი ოპოზიცია, რომელიც ყველაზე ხშირად სპეკულირებს საქართველოსთან ურთიერთობით, ენერგეტიკის სფეროში პრობლემების განხილვისას, პირიქით – ხელისუფლებას სთავაზობს სწორედ საქართველოსთან თანამშრომლობას, რადგანაც ამაში ხედავს გადარჩენის გზას რუსეთის ენერგეტიკული კონტროლისა და შანტაჟისგან. თუმცა ხელისუფლება, რომელიც რუსეთზეა დამოკიდებული, ამ ნაბიჯს ვერ დგამს [ოფიციალურად].

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა