აფხაზი სპორტსმენები რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის საერთო სპორტულ თამაშებზე ითამაშებენ

აფხაზი სპორტსმენები BRICS-ის ქვეყნების სპორტულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას ს მიერ დროებით ოკუპირებული ს ე.წ. სპორტის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
BRICS-ის წევრები რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის სპორტის მინისტრმა, ოლეგ მატიცინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სპორტში რუსულ-აფხაზური ურთიერთობები მაღალ დონეზეა.
ამასთან, ოლეგ მატიცინს სურს, ერთ-ერთი სპორტული მარათონი სოხუმში ჩატარდეს. მისი თქმით, ასეთი სპორტული ღონისძიება , შესაძლოა, რესპუბლიკის დამახასიათებელი ნიშანი გახდეს, რომელიც გამოავლენს “ტრადიციულ აფხაზურ სტუმართმოყვარეობას მთელ მსოფლიოში”.
“BRICS Sports Games”-ი 2024 წლის 11 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ყაზანში გაიმართება. BRICS-ის თამაშები ყოველწლიური შეჯიბრებაა BRICS-ის ქვეყნებს შორის.