აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან – “ფორმულის” ჟურნალისტი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ლუკა ტყებუჩავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან.
მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას განმარტა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ს მიერ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესახებ გაკეთებული განცხადება, კითხვით მიმართა ჟურნალისტებს – აფხაზი და ოსი ხალხი მათთვის დები და ძმები არიან თუ მტრები, რაზეც „ფორმულას“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, განაცხადა, რომ მისთვის აფხაზები და ოსები მტრები არიან.
აღსანიშნავია, რომ მამუკა მდინარაძემ პასუხის დაზუსტების მიზნით ჟურნალისტს რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა, რაზეც ლუკა ტყებუჩავასგან ყველა ჯერზე იგივე პასუხი მიიღო.
„აფხაზი და ოსი ხალხი მტრები არიან“, – განაცხადა ლუკა ტყებუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ