კომპანია „ჩერნომორენერგოში“ აცხადებენ, რომ 9 დეკემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება ღამით არ გაითიშება, დღისით კი, 07:00 საათიდან 21:00 საათამდე, თითოეულ რაიონში ორჯერ 2 საათის და 20 წუთის განმავლობაში ჩაირთვება სხვადასხვა დროს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახური იტყობინება.
„ენერგომომარაგებაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 9 დეკემბრიდან ამოქმედდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი. მოსკოვის დროით 21:00 საათიდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდვის გარეშე განხორციელდება. დანარჩენ დროს შუქი პრაქტიკულად არ იქნება, გარდა 2 საათისა და 20 წუთის ორი ჩართვისა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 7 დეკემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი 4 საათიდან 6 საათამდე გაიზარდა.
1 ნოემბრიდან ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთი დეფიციტის დასაფარად ელექტროენერგიას ნაწილობრივ ყიდულობს.