“აფხაზეთში უპრეცედენტო სამხედრო სწავლება ჩატარდა” – სოხუმი

“აფხაზეთში 13-17 ოქტომბერს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა ფართომასშტაბიანი ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო სწავლებები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში, დღე-ღამე მიმდინარეობდა და მოიცავდა რეზერვისტების ფართო მობილიზაციას”, – ამის შესახებ Sputnik-თან ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა რაულ ლოლუამ განაცხადა,
მისივე თქმით, “ასეთი მასშტაბის სწავლება აფხაზეთში აქამდე არ ჩატარებულა”.
“მანევრებში მონაწილეობდა აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე რეზერვული ბრიგადები და ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფები. სწავლების მსვლელობას ხელმძღვანელობდა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ბადრა გუნბა, რომელმაც პირადად შეამოწმა რეზერვული ნაწილების მობილიზაციის ორგანიზება რეგიონებში”, – თქვა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა.
ლოლუას განცხადებითვე, რეალური სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, აფხაზეთის სახელმწიფოს შეუძლია რეზერვისტები სრულად აღჭურვოს საჭირო იარაღითა და ეკიპირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?