აფხაზეთში პასპორტისა და გერბის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

როგორც აფხაზური გამოცემები წერენ,2025 წლის 30 ოქტომბერს ერთ-ერთ Telegram-არხში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაიღო ს ყოფილმა მოქალაქემ და მკვიდრმა, 2008 წელს დაბადებულმა ახრა ხასაიამ. მისი დედის თქმით, ამჟამად ის საფრანგეთში ცხოვრობს.
“ვიდეოში ხასაია განზრახ წვავს ს მოქალაქის პასპორტს და ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც მიმართულია რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შეურაცხყოფისკენ. СГБ -ს თანამშრომლებმა პრევენციული საუბარი ჩაატარეს ახალგაზრდის დედასთან, მაყვალა ბჟალავასთან. მან დაგმო შვილის საქციელი და ღრმა სინანული გამოხატა მომხდარის გამო”, – წერენ აფხაზური გამოცემები ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით.
ახრა ხასაიას წინააღმდეგ, ოფიციალური ცნობითვე, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე.
“მას ბრალად ედება ქმედებები, რომლებიც გათვალისწინებულია სსკ-ის 328-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოფიციალური დოკუმენტის განზრახ დაზიანება ან განადგურება, და 334-ე მუხლით – სახელმწიფო გერბის შეურაცხყოფა”.