აფხაზეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმის აეროპორტში ტერაქტს ამზადებდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულია ს მოქალაქე, რომელიც სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას აეროპორტის ავტოსადგომზე აფეთქების მოწყობა უკრაინული დაზვერვის დავალებით სურდა.
დაკავებულის სახელი და გვარი არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 1980 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქეა და სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა ინჟინრად — იმ კომპანიაში, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე საქმიანობს. მისი დაკავება სწორედ სამუშაო ადგილზე მოხდა.
დაკავებულის თქმით, 24 თებერვალს მას სოციალური ქსელების მეშვეობით დაუკავშირდნენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლები და თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც ის დათანხმდა.
მამაკაცი ამტკიცებს, რომ აეროპორტის ავტოსადგომზე აფეთქების მოწყობას გეგმავდა — აფეთქებას, რომლის შედეგადაც, ჩანაფიქრის მიხედვით, შეიძლებოდა ბევრი ადამიანი დაღუპულიყო. მან, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიიღო წვდომა აეროპორტის საინჟინრო გეგმებზე და ეს მასალები უკრაინის დაზვერვას გადასცა შესაბამისი შენიშვნებით იმ ადგილებზე, სადაც შეიძლებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟება.
ამ ყველაფერს დაკავებული ყვება ვიდეოჩანაწერში, რომელიც ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. უწყებამ მასზე გამოძიება დაიწყო მუხლით — “ჯაშუშობა“.
წყარო: jam-news

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე