აფხაზეთში, აეროპორტის მიმდებარედ მოსახლეობის გასახლება იგეგმება

სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
ოკუპირებული ს ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას 26 მარტს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მათი გადასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.
„შესაძლოა, ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაუხადონ“, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.