აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებლებს ექნებათ არჩევანი: EU-ში მცხოვრები საქართველოს თუ რუსული პასპორტი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი თუ რუსული პასპორტი.
ვაშაძის თქმით, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია არაერთი პროვოკაციული ქმედება, რისი მიზანიც საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებაა.
ბევრ პროვოკაციულ ქმედებაზე წავა იმისთვის, რომ აგვაცილოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან კონკრეტული არჩევანი: ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი, რომელიც არის გზა ცივილური სამყაროსკენ, თუ რუსული პასპორტი, რომელიც არის სიკვდილისკენ და განადგურებისკენ სვლა, ამიტომაც ძალიან ბევრ პროვოკაციას შეეცდება და მთავარია, ჩვენ მშვიდობიანად გავიაროთ ეს პერიოდები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი